LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი კენჭიაშვილი: „რომ არა ჩვენი სიძლიერე, დღემდე ერთად ვერ მოვიდოდით… ისეთი პრობლემა როცა გაქვს, რასაც უშვილობა ჰქვია, რასაც უნდა აკეთებდე, მაინც ამ დიდი პრობლემის გარშემო ტრიალებ!..“

1999
ნინი კენჭიაშვილი

დუეტ ლეონის წევრი, ნინი კენჭიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმ რთულ პერიოდზე საუბრობს, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, მომღერალმა ლევან წვერავამ ათწლიანი უშვილობისას გამოიარეს.

„ისეთი პრობლემა როცა გაქვს, რასაც უშვილობა ჰქვია, რასაც უნდა აკეთებდე, მაინც ამ დიდი პრობლემის გარშემო ტრიალებ და ეს დიდი სტრესია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვქონდა იმედი, ადრე თუ გვიან მშობლები აუცილებლად გავხდებოდით, სტრესი მაინც იყო. მას შემდეგ, რაც მშობლები გავხდით და ეს დიდი სირთულე ჩამოვიხსენით, უფრო ლაღები ვართ. ჩვენმა თვალებმაც კი სხვანაირი ციმციმი დაიწყო…

ნამდვილად რთული წლები იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემ გვერდით იყო ისეთი ადამიანი, ისეთი მეგობარი და საყრდენი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ეს დიდი პრობლემა უმტკივნეულოდ გადავლახე. ყოველთვის თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს და ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ გაგვეგო, რა გვიჭირდა ან რა გვილხინდა. ორივენი ძალიან ძლიერები აღმოვჩნდით. რომ არა ეს ჩვენი სიძლიერე, დღემდე ერთად ვერ მოვიდოდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g