LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძემ ნაძვის ხე უკვე დადგა – „25 წელია, სათამაშოებს ვაგროვებ…“

190
page

ნინო ჩხეიძემ „სთორიში“ გაგვიზიარა თავისი ნაძვის ხე, რომელიც უკვე გაშალა, თუმცა ჯერჯერობით არ აუწყვია. ვინაიდან ჯერ ნოემბრის შუა რიცხვებია, მომღერალს ვკითხეთ, რატომ შემოიყვანა სახლში ახალი წელი ასე ადრიანად.

ნინო, რატომ გადაწყვიტე, რომ ასე ადრე დაგედგა ნაძვის ხე?

(იღიმის) ძალიან მიყვარს ახალი წელი, პატარაობიდანვე ვგიჟდები და განსაკუთრებულად ვემზადები. შარშან ახალ სახლში გადმოვედი და ვიყიდე ახალი ნაძვის ხე. მანამდე მთელი ცხოვრება ვაგროვებდი სათამაშოებს. ყოველ წელს ხომ ვყიდულობთ ახალს. 25 წელია, სულ ვაგროვებ, სხვადასხვანაირი სათამაშოების კარგი კოლექცია მაქვს, თუმცა წინა წელს ვიფიქრე, რომმხოლოდ წერტილოვანი განათებით ამეწყო, სათამაშოების გარეშე. მარტამდე ვერ დავშალე, ფიზიკურად არ ვიცოდი, როგორ უნდა მომეხსნა ეს წერტილოვანი განათება. საბოლოო ჯამში მთელი განათება მაკრატლით დავჭერი (იცინის). წელს ადრე იმიტომ დავდგი ნაძვის ხე, რომ შევხედო და მოვიფიქრო, როგორ დიზაინში წავიყვანო, მარტო განათებით, ერთ ფერში – წითელში თუ სხვადასხვა სათამაშოთი გავაწყო. ინსპირაცია მინდა მომივიდეს, როგორი გავაკეთო წელს. მინდა, ლამაზი ნაძვის ხე მქონდეს. თუმცა გამორიცხულია წელიწადი, როცა ნაძვის ხეს არ ვაწყობ და მის დიზაინზე არ ვფიქრობ.

ასე ადრე ნაძვის ხე როდისმე დაგიდგამს?

არასდროს. 10 დეკემბრისთვის ვდგამდი.

ყველაზე მეტად რომელი სათამაშო გიყვარს?

რაც უფრო ძველია, მით უფრო მიყვარს. ძალიან მიყვარს ის სათამაშოები, რომ გავთხოვდი, იმ წელს რომ ვიყიდე, მერე დისნეი ლენდში შევიძინე. თითოეული სათამაშო რაღაც პერიოდს მახსენებს და ძალიან მომწონს, თუმცა ამ სათამაშოებით აწყობილი ძალიან ჭრელი ნაძვის ხე გამოდის.

როდის აპირებ აწყობას?

კიდევ კარგად შევათვალიერებ და მერე შევუდგები. მაქვს ხელოვნური ნაძვის ხე, არასდროს მქონია ბუნებრივი. ახალი ნაძვის ხე რომ ვიყიდე, თავისი ძირი მოჰყვებოდა… სულ თეთრი ნაძვის ხეც მქონია, დათოვლილი, ვერცხლისფერიც, მაგრამ პრიორიტეტს მაინც მწვანე ნაძვის ხეს ვანიჭებ. რომ ავაწყობ, მერე დავიწყებ საჩუქრებზე ფიქრს. იმდენად მიყვარს ახალი წელი და ისე მიხარია, რომ მინდა, ყველას გავუზიარო.

საახალწლო ჩაცმულობაზეც ფიქრობ უკვე?

არა და სიმართლე გითხრა, განსაკუთრებულად საახალწლოდ არ ვარჩევ ხოლმე, ვინაიდან ზოგადად, ჩაცმულობაზე მუდმივად ვფიქრობ. ერთადერთი, სულ ვცდილობ, რომ ახალ წელს ახალი სამოსით შევხვდე. მჯერა, რომ ახალი წლიდან ახალი ენერგია შემოდის. მჯერა მეკვლესი. მყავს გატესტილი და სტაჟიანი მეკვლე, მამაჩემი. გამორიცხულია, სანამ მამაჩემი არ მოვა, ვინმე შემოვუშვა სახლში. ბავშვობიდან სულ მამა იყო მეკვლე სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. გათხოვების პირველივე წლიდან დაიწყო შემოსვლა. სტუდიაშიც კი მამაჩემია მეკვლე…

საახალწლო სუფრას თავად ამზადებ?

არა, მხოლოდ გოზინაყს. საცივს დედა მიგზავნის. ძირითადად, სახლში არ ვარ ხოლმე. შარშან ახალი წელი ისრაელში გავატარე. სიმართლე გითხრა, უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მაგიდის ლამაზად გაწყობას, ვიდრე იმას, რამდენი კერძი იქნება. ვცდილობ, განსხვავებულად გავაწყო – სუფრა, სანთლები, ლამაზი ჭურჭელი…

magti 5g