LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინომ ქართულ შოუბიზნესში გზა გამიჭრა“ – როგორია გიორგი ნაზღაიძისა და ნინო ჩხეიძის ურთიერთობა ეკრანს მიღმა და რა სიურპრიზებს გვპირდებიან გადაცემაში

2473
ნინო-ჩხეიძე

გიორგი ნაზღაიძე და ნინო ჩხეიძე  „ღამის პრაიმ ტაიმს“ ერთად უძღვებიან. გადაცემაში ახლა მხოლოდ ორი წამყვანია. როგორც ნინო და გიორგი ამბობენ, რომლებიც კადრს მიღმა უკვე წლებია მეგობრობენ, ერთად ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს.

გიორგი:

ორი ტყუპი დავრჩით გადაცემის წამყვანებად – მე და ნინო ჩხეიძე. მიხეილ ცაგარელმა იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოთი ტყუპებისთვის ეს და შემდეგი წელიც ძალიან კარგი იქნება და ასეც აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, ოთხნი ვართ და ეს საკმარისია (იცინის).

ნინო:

საკმარისია თუ არა, ეს მაყურებელმა შეაფასოს, მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს – გიორგისთან მუშაობა კომფორტულია, მობილიზებულია, ენერგიული, შრომისმოყვარე, არ ერიდება ექსპერიმენტებს. როგორც პარტნიორი, პირადად მე მამყარებს. მანამდე, მაყურებელიც შეამჩნევდა, ცოტა დაძაბული ვიყავი და ბარიერები მქონდა. რაც გიორგი მოვიდა, თითქოს მეც უფრო გავიხსენი, ჩემთვის მოტივაციაა გადაცემაში.

დიდი ხანია, მეგობრობთ?

გიორგი:

მე და ნინო წლებია ვმეგობრობთ. გადაცემაში რომ მივედი, მაშინ მაგიდები იდგა და ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით. ნინომ რჩევები მომცა და ჩემ გვერდით იდგა, პირველივე წამიდან მასთან მუშაობა კომფორტული აღმოჩნდა. არ ვყოფილვართ კონკურენციაში, ვიცოდით, რომ ერთობლივი საქმე უნდა გვეკეთებინა.

ნინო:

გუნდურობა გიორგის კიდევ ერთი კარგი თვისებაა. ზოგადად, ამართლებს, როცა მთლიანი შეკრული გუნდია. ჩვენს გადაცემაში უამრავი ნიჭიერი პროდიუსერი მუშაობს, ჩვენ უბრალოდ ვჩანვართ.

გიორგი:

მხოლოდ ჩვენ ორნი არ ვართ გადაცემის ღერძი. ამ გადაცემას ჰყავს პროდიუსერები, სცენარისტი, გესტ პროდიუსერები, გადაცემის თავში მდგომი თაკო ფხაკაძე. ნინოს დავეთანხმები, რომ გუნდურობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, როცა ფეხზე არ იკიდებ არც გადაცემას, არც სტუმარს, არც თემას. ნინოს ეს თვისება მომწონს – პასუხისმგებლობა.

ნინო, როგორ აამღერე გიორგი?

როცა გადაცემაში დაიგეგმა, რომ გიორგის უნდა ემღერა, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. წინასწარი მონახაზი რომ გავაკეთეთ, შემეშინდა. როცა სტუდიაში მოვიდა, იმდენად იმუშავა საკუთარ თავზე, ის განწყობა, ქარიზმა, ტემბრი – ყველაფერი კარგად გაითავისა. მაქსიმუმი ჩადო. მიხარია, რომ ამ სიმღერას ორი თვეც არ გასულა, ექვსასი ათასი ნახვა აქვს. დღევანდელ ბაზარზე კონკურენცია დიდია, შენი სიმღერა რომ ხალხმა აიტაცოს, ეს ჩემი პროფესიაა და ვიტყვი, რომ ადვილი არ არის. გიორგიმ ეს მარტივად შეძლო.

გიორგი:

ნინომ გზა გამიჭრა ქართულ შოუბიზნესში. კიდევ იგეგმება ერთი დუეტი, ამას ექსკლუზიურად გეტყვით. ორ წარმატებულ მომღერალთან, ნინო ჩხეიძესთან და ლელა წურწუმიასთან ერთად უკვე ვიმღერე, ახლა კი მამაკაც შემსრულებელთან ერთად მიხილავთ.

თქვენი ერთი საერთო თვისებაა, რომ ძალიან გიყვართ ჩაცმა-დახურვა…

ნინო:

სხვათა შორის, მე და გიორგი ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათით – პრანჭიები ვართ, გვიყვარს ჩაცმა, ესთეტები ვართ, მეგობრულები და შრომისმოყვარეები.

გიორგის პრაიმჰაუსში გულშემატკივრობდი?

კი, ძალიან.

გიორგი:

ჩემ გამო გააკრიტიკეს. ნინო ჩხეიძის მეგობარია და მისი ფულებით მოიგებსო, ბევრგან ეწერა (იცინის).

ნინო:

ვაფიქსირებდი ჩემს მხარდაჭერას. ძალიან მინდოდა, მისი შესაძლებლობები ყველას ენახა. წლების წინ ჩემთან მუშაობდა და ზუსტად ვციოდი, რა შეუძლია, როგორი ძლიერი ადამიანია და ბოლო პერიოდში იყო კადრს მიღმა, ეს არ მომწონდა და მისი გამარჯვება მინდოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი სეზონის წარმატებაში დიდი წვლილი გიორგის მიუძღვის. შოუ, რასაც ის დგამდა, ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, საინტერესო იყო.

გიორგი:

ჩვენ სამსახურის გარდა, წლების განმავლობაში, დიდი შეხება გვქონია და ნინოში დავინახე, რომ არის ძალიან მეგობრული, ერთგული, საქმისადმი სიყვარულით განწყობილი და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს, კონფლიქტამდე არ მიიყვანოს ამბავი.

გიორგი, ამაში არ ჰგავხარ, შენ ცოტა ფეთქებადი ხარ.

ასეა. მე მთიული ვარ და ფეთქებადობა მახასიათებს.

სულ მეკითხებიან, ნინო როგორია. ყველას ჰგონია „ფოე ფოე შანელი“, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უშუალოა. ეს ძალიან დასაფასებელია. ძალიან ადამიანურია და ეს დიდი პლუსია. აბა, რატომ უყვართ ამდენი წელი? ჩემსა და ნინოს შორისაც ყოფილა უთანხმოება. ამას წინ გაუგებრობა მოგვივიდა, მაგრამ იმავე დღეს დავურეკეთ ერთმანეთს და გავარკვიეთ.

ნინო:

ორივეს გვაქვს ეს თვისება და ზოგადად, ჩვენს გუნდშიც ასეა, რომ განვიხილავთ ყველაფერს ერთად. ტყუპების კარგი თვისება ისიცაა, რომ მეორე დღეს სულაც არ გახსოვს, რატომ მოგივიდა ადამიანთან უთანხმოება ან კონფლიქტი.

რა სიურპრიზები გექნებათ „ღამის პრაიმ ტაიმის“ მაყურებლისთვის?

გიორგი:

ჩვენ ისეთი ტემპით მივდივართ, წინ ბევრი სიურპრიზია.

ნინო:

ბევრ სიურპრიზს გპირდებით, იქნება ეს ახალი სიმღერები თუ სხვა რამ. მომწონს ფორმატი, როგორც მივდივართ. ჩვენს სიტყვას ვამბობთ დღევანდელ ტელესივრცეში. ჩვენს გადაცემებს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ვამზადებთ პროდუქტს, რომელიც ხალხს მოსწონს და ხალხზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ჩემი სიმღერა და გიორგი გამარჯვება.

გიორგი:

რაც უფრო მეტად უშუალო იქნები მაყურებელთან, მით უფრო კარგი გამოვა გადაცემა.

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ვინ დაუნგრია ცხოვრება გიორგი ნაზღაიძეს: „შევყავდი ოთახში და თვალს მახუჭინებდა, ვხედავდი ეკლესიას, სადაც სანთელს ვანთებდი… მასთან დადიან შოუბიზნესის წევრები და რიგები უდგას…“

გიორგი ნაზღაიძე: „ფინანსურად ისე მიჭირდა, სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა, მზად ვიყავი, საელჩოში მძღოლად დამეწყო მუშაობა…“

ნინო ჩხეიძე: „წინააღმდეგობები კარიერის დასაწყისშიც მქონია და დღესაც მაქვს… ტარდება კონცერტები, სადაც მინდა გამოვდიოდე და ვერ გამოვდივარ…“

პოპულალურები