LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნობა, მომავალი ალბომი, დუეტი ბრუნო მარსთან – ლედი გაგას პირადი და კარიერული სიახლეები

185
Lady-Gaga-hair-lede

ყველა ვთანხმდებით, რომ ლედი გაგა ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ხელოვანია მსოფლიოში… მუსიკა, კინო, ტელევიზია – ის არის ყველგან.

თვალი გადავავლოთ, რა სიახლეებია 38 წლის ვარსკვლავის პირად ცხოვრებასა და კარიერაში.

1. ის დაინიშნა

ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ცნობილი გახდა, რომ ის მაიკლ პოლანსკიზე დაინიშნა. როგორც ჩანს, წყვილის რომანი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, მალე ქორწინებით დაგვირგვინდება.

ვიდეო: ლედი გაგა თხოვდება – მომღერალი დაინიშნა

2. ფანებს Მომავალი დისკიდან სიმღერების ნაწყვეტი მოასმენინა

ყველასთვის ცნობილია, რომ ოლიმპიადაზე ლედი გაგა საპატიო სტუმრისა და პერფორმერის სტატუსით იმყოფებოდა. განსაკუთრებული მისიის მიუხედავად, მან ფანებს, რომლებიც მის სასტუმროსთან ათენებდნენ, სიურპრიზი მოუწყო და მომავალი დისკიდან ორი სიმღერის ნაწყვეტი მოასმენინა. Variety-ის ინფორმაციით, მისი მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომლის დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება, 2025-ში გამოვა.

ვიდეო: ლედი გაგამ ფანებს მომავალი დისკის ორი სიმღერის ნაწყვეტი მოასმენინა

3. Ბრუნო მარსთან დუეტი გამოუშვა

ორი საკულტო არტისტი კარიერაში პირველად გაერთიანდა. 16 აგვისტოს, გაგამ ბრუნო მარსთან თანამშრომლობით სასიყვარულო დუეტი წარადგინა, რომლის მსგავსი დიდი ხანია არ შექმნილა. სიმღერა Die with a Smile, რომლის რელიზი თანხმლებ, რეტრო სტილის კლიპთან ერთად შედგა, არც ერთი მათგანის მომდევნო დისკში არ შევა. ის არც ,,ჯოკერის” სიქუელის საუნდტრეკი იქნება.

4. შემოდგომაზე ჰარლი ქუინის როლში ვიხილავთ

4 ოქტომბერს, ეკრანებზე ტოდ ფილიპსის ბესტსელერის – Joker მეორე ნაწილის – ,,ჯოკერი: ორთა აშლილობა” პრემიერა შედგება. ფილმის მთავარ ბოროტმოქმედ პერსონაჟს, რომელსაც ხოაკინ ფენიქსი განასახიერებს, გაგა გვერდს – ჰარლი ქუინის როლით დაუმშვენებს.

5. უწინასწარმეტყველებენ, რომ მალე გასართობი ინდუტრიის შემდეგი მილიარდერი გახდება

,,ფორბსის” განცხადებით, ამ დროისთვის, ლედი გაგას წმინდა ღირებულება 900 მილიონ დოლარს აღებატება. ვარაუდობენ, რომ მალე, მრავალმხრივი არტისტი გასართობი ინდუსტრიის შემდეგ მილიარდერად იქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები