„ნიუ-იორკ თაიმსმა“ 21-ე საუკუნის 25 უდიდესი მსახიობი დაასახელა. სიაში არამხოლოდ ცნობილი, არამედ მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების არც თუ ისე ცნობადი სახეები მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი კინოკრიტიკოსებმა შეადგინეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სია შესაძლოა სუბიექტური და ცოტა სკანდალურიც მოეჩვენოს.
რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს, მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი, იზაბელ იუპერი, მესამე პოზიციაზე სამგზის „ოსკარის“ მფლობელი დენიელ დეი-ლიუსი გავიდა, რომელიც ერთადერთი მსახიობი მამაკაცია, რომელმაც მამაკაცის როლის შესრულებისთვის ყველაზე მეტი, 3 ჯილდო მოპოვა. რაც შეეხება მეოთხე პოზიციას, ის კატრინ დენევმა დაიკავა, ხუთეული კი მაჰერშალა ალიმ დახურა.
დენზელ ვაშინგტონი
იზაბელ იუპერი
დენიელ დეი-ლიუსი
კატრინ დენევი
მაჰერშალა ალი
ლიდერთა ათეულში ასევე გაელ გარსია ბერნალი, უილიამ დეფო, ვიოლა დევისი, კიანუ რივზი და ნიკოლ კიდმანი მოხვდნენ.
21-ე საუკუნის 25 უდიდესი მსახიობებს შორის ასევე დასახედნენ: სონ კან ჰო, ჩჟაო ტაო, სირშა რონანი, ჯულიანა მური, ხოაკინ ფენიქსი, ოსკარ აიზეკი, მაიკლ ბი ჯორდანი, კიმ მინ-ჰი, ელფრი ბუდარდი, უეს სტიუდი, რობ მორგანი, მელისა მაკკარტნი, სონია ბრაგა, ტონი სერვილო და ვიოლა დევისი.