LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკმა არასწორი პარკირებისთვის 545 მილიონი დოლარი იშოვა

48

2016 წელს ნიუ-იორკში არასწორი პარკირებისთვის გამოწერილმა ჯარიმების მოცულობამ 545 მილიონი დოლარი შეადგინა.

New York Daily News წერს, რომ პოსტზე ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს მოსვლის შემდეგ ჯარიმები შესამჩნევად ”გაძვირდა”. ბლაზიო თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, ჯარიმები კი დღეს 22%-ით უფრო მეტი ”ღირს”.

ამჟამინდელი მერის მუშაობის პერიოდში საპარკინგო ჯარიმები 79 მილიონი დოლარით გაიზარდა, წითელზე გავლისთვის და ავტობუსის ზოლზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის კი 21 მილიონი დოლარით.

მეორე პოზიციას საპარკინგო ჯარიმების შემდეგ საგზაო კამერებით გამოწერილი ჯარიმები იკავებს. გასულ წელს ამ გზით ქალაქმა 96 მილიონი დოლარი შეაგროვა.

 

https://motor.ru/news/2017/05/04/nyfines/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები