ნუცა შანშიაშვილი შედარებით უფროს ასაკში ქალის თავის მოვლის რუტინაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
ნუცა შანშიაშვილი:
48-49 წლის ასაკამდე ადამიანს ჰორმონალური ფონი იმდენად არ აქვს დარღვეული, როგორც მერე და მერე ასაკში ქალი გარკვეულ ასაკში დგები იმის წინაშე, რომ ის ჰორმონალური სპექტრი, რომელიც ადრე მუშაობდა, ითიშება და რჩება მხოლოდ ჩიყვისა და თირკმელების ჰორმონები. ჰორმონი კი არის უძლიერესი ძალა, რომელიც წვავს ცხიმს. როცა ჰორმონალური ფონი ასაკობრივად იკლებს, კვება რაც არ უნდა აიკრძალო, მაინც დგები კატასტროფული შედეგის წინაშე და იწყება გასუქება. სიმსუქნესთან იმით ბრძოლა, რომ ოპერაცია გაიკეთო, მიიჭრ-მოიჭრა და ორგანიზმიდან ცხიმი გამოწოვო, ზოგადად, ლიმიტირებული დროის ამბავია. რაც უფრო ადრე იკეთებ რამეს, მით მალე ვარდები იმავე პროცესში, როგორშიც იყავი. რაც უფრო ინტენსიურად იწყებ ვარჯიშს, ნელ-ნელა დგები ფორმაში. ეს არ არის ადვილი პროცესი, რთულია, მაგრამ შედეგიანი და ნელ-ნელა დგები სწორ ფორმაში. მე სწორი წესით ცხოვრება და სპორტდარბაზში ინტენსიური ვარჯიში ხუთი წელია, რაც დავიწყე“.