ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ (26 მაისის ნომერი) კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ბავშვობის ყველა ოცნება აიხდინა:
„ბავშვობაში რაც წარმომედგინა და მინდოდა, დღეს ყველაფერი მაქვს – ჩემი მეუღლიდან დაწყებული, შვილებით, მდგომარეობებით, ადამიანობით, სიტუაციებით დამთავრებული. ჩემს ბედს მე ვწერ, შესაბამისად, ამ ოცნებების რეალიზაციის წყაროც მე ვარ. მე ვარ ჩემი ცხოვრების სცენარისტი და ასე იქნება სულ…“
ნუკა ასევე ამბობს, რომ მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ენდობა:
„ძალიან რთულად ვენდობი ადამიანებს, თითქმის არ ვენდობი არავის, ჩემი თავის, ჩემი მეუღლისა და დედაჩემის გარდა. ადამიანებისგან ყოველთვის უარეს მდგომარეობებს განვიხილავ და თუ ვინიცობაა, რამე მოხდება, გული აღარ მწყდება და მომზადებული ვხვდები მათ…“