კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილი, ნორდ უესტი, სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა შეცვლილი ვიზუალით, რამაც საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ბოლო პერიოდში ნორდის ონლაინ აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან „ინსტაგრამის“ ანგარიში გახსნა.
ახალ ფოტოებსა და ვიდეოებში მას ცხვირზე პირსინგი უჩანს და კბილის შავი აქსესუარი უკეთია. გოგონა სულ უფრო და უფრო გამომწვევი და ავანგარდული იმიჯით ჩნდება, – პირისნგები, ტატუები, მკვეთრი ფერის თმა და ა.შ…
„ნუთუ ეს გოგო 12 წლისაა?!“, „მისახედია, ცუდად დაასრულებს“, „რაც მშობლები, ის შვილი“, – წერენ კომენტარებში


