დემი მური აგრძელებს გამომწერების გაოცებას უზადო ვიზუალითა და სტილის დახვეწილი შეგრძნებით. ამჯერად 61 წლის მსახიობმა „სკიაპარელის“ კრემისფერი კაბა მოირგო, რომელსაც ულამაზესი ნაქარგები და ოქროსფერი მეტალის სამაგრი ამშვენებდა.
ფოტოებისა და ვიდეოების სერიას უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ნუთუ ეს ქალი ბებიაა“, „წლებთან ერთად დამშვენდა“, „გასაოცარ ფორმაში“, „ნუთუ 61 წლისაა?“- არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის ახლახან, გამოცემა The Hollywood Reporter-მა ყველზე მოდურად ჩაცმული ვარსკვლავები დაასახელა და მათ უახლესი ნომერი მიუძღვნა. მათ შორის გახლდათ დემი მურიც, ის თავის სტილისტთან, ბრედ გორესკითან ერთად პოზირებდა.
„რომელია დედა, რომელი შვილი?“- 61 წლის დემი მური წითელ ხალიჩაზე ქალიშვილებთნ ერთად
61 წლის დემი მურის შოკისმომგვრელად სრულყოფილი გამოჩენა