LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ვაკანსია: იძებნება ადამიანი, ვისაც ძილში ფულს გადაუხდიან

51
Capture

საცხოვრებლის დასაჯავშნი ბრიტანული სერვისი Hoo ეძებეს თანამშრომელს, რომელიც სხვადასხვა სასტუმროში ბალიშებს დატესტავს. ოცნების ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Express-მა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის კანდიდატი ვინც შესარჩევ ეტაპს წარმატებით გაივლის, ვალდებული იქნება დიდი ბრიტანეთის 52 სასტუმროში, 2-2 დღე იცხოვროს.

შემდეგ კი თითოეულ სასტუმროზე თავისი შთაბეჭდილებები უნდა გააზიაროს. დახასიათებაში აუცილებლად ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ბალიშების ზომა, რამდენად რბილი და კომფორტულია თითოეული მათგანი. ამ დახასიათების გათვალისწინებით საბოლოო ჯამში სასტუმროების „ბალიშების“ რეიტინგს გამოაქვეყნებენ.

თითოეული ჩანაწერისთვის დაქირავებული 100 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ასე რომ სამ თვეზე ცოტა მეტი ხნის მანძილზე მისი ანაზღაურება 5,2 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

კანდიდატებს შერჩევით ეტაპზე მოუწევთ დაწერონ ესე, სადაც საკუთარ ბალიშს 150 სიტყვით დაახასიათებენ. ესეების გაგზავნის ბოლო ვადა 29 აპრილია და თუკი ბედის ცდა გსურთ, ჩანაწერი ამ საიტზე უნდა გააგზავნოთ. https://jobs.justhooit.com
ასეთი ვაკანსია ბრიტანულ კომპანიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ათასობით მოგზაურის კომენტარი შეისწავლეს. საქმე ისაა, რომ ტურისტთა 75%-ისთვის ძილი შვებულების უმთავრესი ნაწილია და ისინი არ წავლენ ისეთ სასტუმროში სადაც ცუდი საწოლი დგას. გამოკითხულთა მეოთხედზე მეტმა ისიც აღიარა, რომ შვებულებაში ყოველთვის საკუთარი ბალიშით დადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები