რომეო ბექჰემი, შვიდთვიანი ურთიერთობის შემდეგ, კიმ ტერნბულს დაშორდა. ყოველივე ეს კი ბექჰემების ოჯახური დაპირისპირების ფონზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა მედიაში უკვე არაერთი ვარაუდი გამოითქვა. ბევრი ფიქრობს, რომ მათი დაშორება სწორედ რომეოსა და ბრუკლინის დაპირისპირებამ გამოიწვია.
ცნობისთვის, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ კიმ ტერნბული წარსულში ბრუკლინსაც ხვდებოდა. შესაბამისად, ბრუკლინსა და ნიკოლას არ სურდათ მათთან ერთად დროის გატარება და მაქსიმალურად ერიდებოდნენ ოჯახურ თავშეყრებს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ ნიკოლა და ბრუკლინი დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე.
ქალის გამო გაჩაღებული შუღლი ძმებს შორის – ცნობილია ბექჰემების ვაჟების დაპირისპირების მიზეზი