ბექჰემების ოჯახურმა სკანდალმა მუსიკალური ჩარტები თავდაყირა დააყენა. მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემმა დედა საჯაროდ გააკრიტიკა და 2022 წელს გადახდილ ქორწილში „შეუფერებელ ქცევაში“ დაადანაშაულა, ვიქტორია ბექჰემის 2001 წლის სიმღერა Not Such An Innocent Girl მოულოდნელად ავიდა iTunes-ის პირველ ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.
სოციალურ ქსელებში დაწყებულმა კამპანიამ, ძველი ჰიტი ჩარტების სათავეში დააბრუნა. ვიქტორია, რომელიც აქამდე ერთადერთი იყო Spice Girl-იდან ვისი სიმღერაც ჩარტებში არ ხვდებოდა, ახლა ოფიციალურად ჰიტ-აღლუმებს ლიდერობს. ვინ დაიკავებს კვირის პირველ ადგილს, ვიქტორია ბექჰემი, ჰარი სტაილსი თუ ლუი ტომლინსონი დღეს, საღამოს 6 საათზე გახდება ცნობილი.

