„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.
ზარქუას განცხადებით, კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ს კვლევებს არ ენდობა.
მისივე თქმით, აღიარებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და ეს არის ოპოზიციის მიმართ:
„NDI-ს კვლევებზე, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ეს მათი ძლიერი მხარეა, არ ვენდობი. ეს რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ და ეს არის ოპოზიციის მიმართ, თორემ ჩვენ აგერ, მერამდენე მოწვევაა, უმრავლესობაში ვართ.
პრობლემა არის ოპოზიციურ ნაწილში და მის ელექტორატში. ოპოზიციისთვის ეს არის კიდევ ერთი კარგი ალიყური, შემოლაწუნება, რომ გონს მოეგონ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოების განწყობის შესახებ კვლევის უახლესი შედეგები წარადგინა.
კვლევა მოიცავს 2022 წლის 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ეროვნული გამოწვევები, პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა და სხვა.
ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა: NDI
NDI – მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისგან სამხედრო აგრესიას და პრორუსული ძალების გააქტიურებას ელის
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI