ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კვლევაში, რომელიც 2022 წლის 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა, აღნიშნულია, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, თუმცა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს, ან ისე დატოვოს, როგორც არის.
ამასთან, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური ურთიერთობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უჭერენ.
რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.
ვრცლად NDI-ს კვლევის შედეგებს გაეცნობით აქ:
ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა: NDI
NDI – მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისგან სამხედრო აგრესიას და პრორუსული ძალების გააქტიურებას ელის
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI