კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი მეორედ დაქორწინდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან, ცნობილი გახდა, რომ ცერემონია უაიომინგის ერთ-ერთ ფერმაში გაიმართა. წვეულების დრესკოდი ველური დასავლეთი იყო.
აღსანიშნავია, რომ საღამოზე მიწვეულ სტუმრებს შორის, დერეკ ბლასბერგი, დარია ჟუკოვა, ორლანდო ბლუმი და კეტი პერი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ კარლი კლოსმა და ჯოშუა კუშნერმა პირველად, გასული წლის 18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში იქორწინეს.