LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს“ – მაია ბუწაშვილი „დექსამეტაზონზე“

187
მაია ბუწაშვილი (2)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში „დექსამეტაზონის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში აღნიშნულ წამალს ხშირად იყენებენ, რაც არ არის მიზანშეწონილი. მისივე განცხადებით, „ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა“.

„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხა და დალევა. ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში სტეროიდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.

ასევე ხშირად და სავარაუდოდ ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება“, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g