ჟურნალი „სარკე“ იხსენებს 2014 წელს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც პოეტი ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. ის 8 ივნისს 32 წლის გახდებოდა. ნანა მათუზაშვილი ესაუბრება ჟურნალს ვაჟის გმირობის შესახებ:
„ჩემი შვილი გოგონასთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ. ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, იქიდან დედა-შვილი გადმოვიდა და გზის გადაკვეთას ცდილობდა. ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მიდიოდა დიდი სისწრაფით. სამართალდამცველებმაც დაადგინეს და მძღოლის ბრალეულობაც დამტკიცებულია. ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, მერე ბავშვს, თვითონ კი გადასვლას ვერ მოასწრო და…
ოთომ უმძიმესი ტრავმები მიიღო… ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა…
ჩემი შვილი საგლოვი არ არის, ჩემი შვილით სხვები ამაყობენ და მეც ასე გადავწყვიტე, მომცა მან უფლება, რომ მისით ვიამაყო…“