ოზურგეთში მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ეკლესიაში ნაჯახით შევარდა, სადაც ხატები და საეკლესიო ინვენტარი დააზიანა.
ადგილზე მყოფმა პირებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. კაცი დაკავებულია.
