LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანი ექს-მეუღლესთან – ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა საშობაო საჩუქრები გაცვალეს

209
page

ჯეი ლო და ბენ აფლეკი პაპარაცებმა დასავლეთ ჰოლივუდში, რესტორან Soho House-ში, სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს. თვითმხილველების გადმოცემით, ექს-წყვილმა საშობაო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

ცნობისთვის, „ბენიფერის“ შესახებ მედიაში ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერების ცნობით, ექს-წყვილი განშორების შემდეგაც გეგმავს ურთიერთობის შენარჩუნებას. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ექნებათ რომანტიკული კავშირი, ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას და მუდმივი კავშირი ექნებათ“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, ჯეი ლო და ბენ აფლეკი პაპარაცებმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გასულ კვირას ერთად გადაიღეს. ექს-წყვილის გაერთიანების მიზეზი მათი შვილების, ემმასა და ფინის ერთობლივი სპექტაკლი გახდა. წარმოდგენას ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო.

„ისინი განშორების შემდეგაც შეინარჩუნებენ ურთიერთობას“ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

ორივე ჯენიფერი ერთად და ბენის დაბნეული სახე – „ბენიფერის“ დიდი შეხვედრა – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები