LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა სანდროს მამა მწერს ამას… ჯერ სულ 8 წლის არის და მარტო ვერ დავტოვებთ ამ ბრძოლაში, 1 წელია თქვენთან ერთად გვერდში ვუდგავართ და ჩვენი პატარა მეგობარიც იბრძვის როგორც შეუძლია, მაგრამ მძიმდება ყველაფერი“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

145
სანდრო ელოშვილი

8 წლის სანდრო ქავთარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – არასრულწლოვანს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, სამკურნალოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

სანდრო ქავთარაძის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მოზარდის მამის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

„მრცხვენია უკვე ამ თემაზე რამის დაწერა და რამის თხოვნა, მაგრამ გულიც ვერ ძლებს, რომ გავატარო! გთხოვთ, გაზიარებას ნუ დაიზარებთ რა!

პატარა სანდროს მამა მწერს ამას, ერთი წელია თქვენთან ერთად გვერდში ვუდგავართ და ჩვენი პატარა მეგობარიც იბრძვის როგორც შეუძლია, მაგრამ მძიმდება ყველაფერი…

თუ ვინმეს რამე შეგვიძლია, გთხოვთ რა! ჯერ სულ რვა წლისაა და მარტო ვერ დავტოვებთ ამ ბრძოლაში! ყველაფერი წინ აქვს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ!

გიორგის ანგარიშები დაყადაღებული აქვს და ჩემსას დავწერ!

თი ბი სი ბანკი: #GE32TB7609945061600014

საქართველოს ბანკი: #GE54BG0000000161381454 “ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

მრცხვენია უკვე ამ თემაზე რამის დაწერა და რამის თხოვნა, მაგრამ გულიც ვერ ძლებს რომ გავატარო! გთხოვთ, გაზიარებას ნუ…

Posted by სანდრო ელოშვილი on ორშაბათი, 07 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g