LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარმა ხალხი გადაარჩინა და სასჯელის შემსუბუქებაზე უარი განაცხადა

109
hypatia-h-88e3ec4866cbd8cebe32335596ec6424-h-00f3d8c7ba3436b9b605d9f7cc08afbe-300

პატიმარმა პოლიციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც მან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინა.

შემთხვევა არიზონას შტატში მოხდა და მარკო სანჩესი ამ დროს გამოსასწორებელ სამუშაოზე ქარხანაში იმყოფებოდა. რაიონს ძლიერი ტორნადო დაატყდა თავს და დიდი ნგრევა გამოიწვია.

მამაკაცი მაშველებს გადარჩენილების ძებნაში ეხმარებოდა და რამდენიმე ადამიანს პირველადი დახმარებაც გაუწია.

პოლიციამ მადლობის ნიშნად სანჩესს სასჯელის შემსუბუქება შესთავაზა, თუმცა მამაკაცმა ამჯობინა, რომ შემოთავაზებაზე უარი ეთქვა. მას სურს, რომ საზოგადოების წინაშე ვალი ბოლომდე გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ სამაშველო ოპერაციის დროს სანჩესმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა ბოლო წუთამდე ტერიტორიის დატოვება არც უფიქრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები