LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა – არქიმანდრიტი იოანე

ilia-meore

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

“მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g