LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი „შანელის“ ულამაზეს კაბაში და ანტონიო ბანდერასი ტყავის ქურთუკით ფილმის პრემიერაზე

501
penelopacruz

ამერიკული კინოს ორი ლეგენდა, ესპანელი მსახიობები, პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი ეკრანზე ერთად ბრუნდებიან. საუბარია კომედიური ჟანრის ფილმზე „შესარჩევი კონკურსი“, რომლის პრემიერაც ,,ვენეციის კინოფესტივალზე” შედგა. ამჯერად კი მსოფლიო პრემიერას მადრიდმა უმასპინძლა, სადაც წითელ ხალიჩაზე პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი ერთად გამოვიდნენ.

პენე ამ დღეს საყვარელი ბრენდის, „შანელის“ ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი. ეს გახლდათ შავ-თეთრი კაბა ბრიტანული საყელოთი, ხოლო ანტონიო ტყავის ქურთუკში შეუდარებელი იყო. რაც შეეხება თავად ფილმს ახალი კომედიის რეჟისორები მარიანო კონი და გასტონ დიუპრი არიან.

ისტორია მილიარდერზე გვიყვება, რომელსაც კინოში ფულის დაბანდება სურს. ამისთვის ის ცნობილ რეჟისორს ქირაობს, რომლის როლსაც პენელოპა კრუსი ასრულებს, ასევე ფილმის გადაღებებისთვის ცხადდება კონკურსი მსახიობების შესარჩევად, სადაც ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ მსახიობებს შეარჩევენ.

ფოტო: გაზაფხულის შემობრძანება გვაუწყა – პენეს აღმაფრთოვანებელი გამოჩენა „შანელის“ კაბაში

მინიატურული კაბა პენესთვის – პენელოპა კრუსი „შანელის“ თეთრ კაბაში ღამის შოუს ჩაწერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები