LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს – კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა“ – შსს

155
111

პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში, კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად.

ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g