LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა, რომლებიც დაზარალებულებს, მათ შორის შშმ პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

157
Untitled design (6)

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა, აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

„იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდა 2 პირი, რომლებიც დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას უზრუნველყოფდნენ. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად: police.ge/page/798

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Saturday, 16 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g