LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს

67
Untitled design

პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, G20-ის სამიტზე მყოფმა „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს ქვეყნების ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, კუნძულ ბალიზე მყოფი ლიდერები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყვნენ საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან და პოლონურ მხარესთან.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორისაც.

მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

შეგახსენებთ,პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს.

“სიენენის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ ვარშავაში პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობენ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც აზუსტებენ სიტუაციას და მეტი დეტალის შესაგროვებლად მუშაობას გააგრძელებენ.

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g