LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ტურისტული ღირსშესანიშნაობების „დამტესტავები“ გაჩნდებიან

153
O mieście (5)

პოლონეთის ქალაქ ოპოლეში ახალი პროფესია გაჩნდა: მერიის სპეციალური თანამშრომლები ქალაქის ღირსშესანიშნაობების დატესტვას დაიწყებენ. ამ გზით ხელისუფლებას სურს, ადგილობრივ ტურისტულ მომსახურებაში პრობლემები აღმოაჩინოს და მომავალში მათ გამოსწორებაზე იზრუნოს. სიახლის შესახებ Salam News წერს.

მთლიანობაში მერია სამი დამტესტავს დაიქირავებს. თითოეული მათგანი ოჯახთან ერთად ქალაქის ხარჯზე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდება და მონაწილეობას მიიღებს ინდივიდუალურ საექსკურსიო პროგრამაში, რომელიც ოპოლეს მთავარ ღირსშესანიშნაობებს მოიცავს. ტესტირების დასრულების შემდეგ მოხალისე ვალდებული იქნება – მერიას დაწვრილებითი შეფასება დაუწეროს.

ახალი პროფესიის ათვისება ამ ეტაპზე მხოლოდ პოლონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. კანდიდატებისგან მოითხოვენ „მიზანდასახულობას, სიზუსტეს და ნებისმიერ სიტუაციაში დასვენების უნარს“. შესაბამისი განაცხადი უკვე 1000-მდე მსურველმა შეავსო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები