LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპის პრინცესა დაბრუნდა – ბრიტნი სპირსმა და ელტონ ჯონმა დუეტი ჩაწერეს

136
page

მრავალწლიანი იზოლაციისა და ჩრდილში ყოფნის შემდეგ, პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.  მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ, ის სემ ასგარიზე დაქორწინდა, ახლა კი ირკვევა, რომ არტისტი მუსიკალურ კარიერასაც უბრუნდება. სრული თავისუფლების მოპოვება ბრიტნიმ ლეგენდარულ ელტონ ჯონთან დუეტის ჩაწერით აღნიშნა. მათ ახალ კოლაბორაციულ ნამუშევარს Tiny Dancer ჰქვია.

მუსიკოსებმა ბევერლი-ჰილზის ხმის ჩამწერ სტუდიაში ყველასგან ფარულად 1971  წლის ჰიტის ქავერ ვერსია ჩაწერეს. ნამუშევრის პროდიუსერი, ენდრიუ უოტია. ინსაიდერების განცხადებით, სიმღერის პრეზენტაცია მომავალ თვეში იქნება.

ბრიტნი სპირსთან გატარებული თითოეული წლისთვის, სემ ასგარი 5 მილიონ დოლარს მიიღებს – რა წერია საქორწინო კონტრაქტში

თავისუფალი და ბედნიერი – უახლესი ფოტოები ბრიტნი სპირსის ქორწილიდან

„ეტლიდან პირდაპირ სცენაზე“ – 75 წლის ელტონ ჯონის ტრიუმფი პარიზის სცენაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები