LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს ელექტროქარებმა იმედები გაუცრუეს და ისევ ბენზინის ძრავაში გააგრძელებს ინვესტირებას

108
Porsche-ს ელექტროქარებმა იმედები გაუცრუეს და ისევ ბენზინის ძრავაში გააგრძელებს ინვესტირებას

Porsche-ს ელექტროქარებმა იმედები გაუცრუეს და ისევ ტრადიციულ აგრეგატში ჩადებს ინვესტიციებს. „ელემენტიანი“ ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების ნელი ტემპის გამო ავტომწარმოებელს სურს, რომ ისევ შიდა წვის ძრავაზე ფოკუსირდეს. კომპანიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სურს გამოუშვას ახალი ავტომობილი ტრადიციული აგრეგატით და ექსკლუზიური ოფციებით. ცვლილებებია მოსალოდნელი საორგანიზაციო სტრუქტურაშიც.

ბენზინის აგრეგატის მქონე ახალი ავტომობილების შესაქმნელად ავტომწარმოებელი 800 მილიონ ევროს გახარჯავს. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში Porsche-ს შემოსავალი იკლებს. მოსალოდნელია, რომ მარჟა 10-12%-ით შემცირდება, რაც სამიზნე 17-19%-ზე ბევრად ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2024 წლის შეუსრულებელი პროგნოზებისა, კომპანია Porsche Volkswagen-ის კონცერნში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კომპანიაა. თუმცა, სტრატეგიის შეცვლამ ინვესტორების განწყობაზეც იქონია გავლენა და აქციების ფასი 7%-ით დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები