4 დეკემბერს, ბრიტნი სპირსმა საკუთარ დაბადების დღეზე სიმღერა Swimming in the Stars გამოუშვა. 11 დეკემბერს კი პოპ-ვარსკვლავმა ახალი, რიგით- მე-9 ალბომი Glory გაავრცელა.
ახლა კი ბრიტნიმ, ჯგუფ Backstreet Boys-თან ერთობლივი კომპოზიცია Matches ჩაწერა. სიმღერა ბრიტნის ბოლო ალბომშია წარმოდგენილი. აღნიშნულ კოლაბორაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„90-იანებში დაბრუნება“ – ასე აფასებს საზოგადოება ბრიტნის ახალ ნამუშევარს.