მოხუცმა ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის დროს მონეტა ისროლა და შემთხვევით ძრავა დააზიანა. გამოცემა „Udn”-ის ცნობით, შანხაიდან გუანჩჟოუში მიმავალი რეისი სწორედ იღბალისთვის ნასროლი მონეტის გამო გადაიდო. ტექნიკოსებს თვითმფრინავის შეკეთება მოუხდათ, ბორტზე მყოფი 150 მგზავრი კი აეროპორტში დააბრუნეს. რეისი 5 საათის დაგვიანებით შესრულდა.
საინტერესოა, რომ როგორც მოხუცმა ქალბატონმა განაცხადა, მონეტის გადაგდება არის ერთგვარი ტრადიცია, რომელსაც ის უკვე მრავალი წელია ასრულებს და დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოგზაურობა ყოველთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნება.