LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები პოტენციურ პარტნიორებს ყოფილი შეყვარებულებისგან სარეკომენდაციო წერილების წარდგენას სთხოვენ

104
ქირიას NEWS შაბლონი (5)

ჩინეთში ახალი, უჩვეულო ტრენდი იძენს პოპულარობას – ქალები პოტენციურ პარტნიორებს ისე აფასებენ, როგორც HR მენეჯერები კანდიდატებს: ითხოვენ „რეზიუმეს“ და ყოფილი შეყვარებულებისგან სარეკომენდაციო წერილებსაც.

ამის შესახებ წერს გამოცემა South China Morning Post. ტენდენცია ერთმა ვირუსულმა პოსტმა წამოიწყო, რომლის ავტორი წერდა, რომ ღირსეული ახალგაზრდა კაცის პოვნა ძალიან რთულია და სხვა ქალებს სთხოვდა, „გადმოემისამართებინათ“ საკუთარი ყოფილი პარტნიორები. სოციალური ქსელების მომხმარებლები განსაკუთრებით გაამხიარულა იმან, რომ ავტორი გაცნობას ისეთივე ტერმინოლოგიით აღწერდა, როგორსაც კადრების განყოფილების თანამშრომლები ვაკანსიის დახურვისას იყენებენ.

იდეა მალევე აიტაცეს სხვებმაც. ქალები ხუმრობით, მაგრამ საკმაოდ დეტალურად, საკუთარი ყოფილი პარტნიორების „პროფილებს“ აქვეყნებენ. ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა: „დაბადების წელი – 1995, სიმაღლე – 183 სმ, დასაქმებულია სახელმწიფო საწარმოში, ემოციურად სტაბილური, შეუძლია საჭმლის მომზადება. სუსტი მხარე – ცოტათი დედიკოს ბიჭია. განხილვას იმსახურებს.“

სხვა მომხმარებელმა ცზილინის პროვინციიდან ირონიულად აღნიშნა: „შეიძლება ჩემი ამჟამინდელი ბოიფრენდის კანდიდატურა განიხილოთ? ურთიერთობის დასრულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ. სინამდვილეში საკმაოდ გულუხვია.“

სოციალურ ქსელებში ტრენდი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად განიხილება. ნაწილი ამას თანამედროვე გაცნობის ბაზრის „პროფესიონალიზაციად“ აღიქვამს, სადაც პარტნიორის შერჩევა რაციონალური კრიტერიუმებით ხდება. სხვები კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა ურთიერთობებს ზედმეტად ფორმალურს ხდის.

ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია ასახავს ახალგაზრდებში მზარდ მოთხოვნას სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე – იმ პირობებში, როცა  გაცნობის აპლიკაციები და ცვალებადი ურთიერთობები ბევრისთვის დამღლელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები