ბექჰემების ოჯახში ახალი დაპირისპირება მწიფდება, უფრო სწორად, რძალ-დედამთილი ომი ახალ სახეს იღებს. ამის მიზეზი ვიქტორიას ახალი განცხადებაა. დიზაინერი გადაცემას სტუმრობდა, სადაც ქალებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ცხადია, ეს საუბარი სწორედ მისი უფროსი ვაჟის, ბრუკლინის მილიარდერ მეუღლეს, ნიკოლა პელტცს ეხებოდა.
„მე ზოგადად ქალების მხარდამჭერი ვარ. ქალი, რომელიც მე ვერ გამიგებს, აშკარად ცუდი ადამიანია“, – განაცხადა ვიქტორიამ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, ყველა მისი რძლის რეაგირებას ელის, რომელიც სავარაუდოდ არ დააყოვნებს.
ცნობისთვის, სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ხელახლა „იქორწინეს“. ფიცის დადების ცერემონიაზე ბრუკლინის არცერთი ოჯახის წევრი არ იმყოფებოდა.

