LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ვარდისფერ ფერზე დაქორწინდა, უჩვეულო სიყვარულის ისტორია 40 წელს ითვლის

49
0-THP-CHP-080122Slug-9348JPG

ბრიტანეთის მკვიდრი ქეითენ სიერა ვარდისფერ ფერზე იმდენადაა შეყვარებული, რომ გადაწყვიტა მასზე დაქორწინებულიყო. როგორც პატარძალი აცხადებს, მანამდე ისინი ერთმანეთს 40 წლის განმავლობაში „ხვდებოდნენ“.

ქეითისა და ვარდისფერი ფერის სიყვარულის ისტორია წლების წინ დაიწყო. ქალზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, როდესაც მან მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა, რათა სახლი მთლიანად ვარდისფერი გაეხადა.

„მსოფლიოში ყველაზე ვარდისფერი ქალის“ გარდერობიც მთლიანად ვარდისფერია. ქალი ქორწილშიც ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, ვარდისფერი ავტომობილით მივიდა. ბუნებრივია, ტორტიცა და ბეჭედიც კი ვარდისფერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ქეითენის გადაწყვეტილებას ოჯახი და მეგობრები გაგებით მოეკიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები