10 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარდი ბი და ოფსეტი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ვარსკვლავურ წყვილს, რომელიც განქორწინების პროცესშია, გოგონა შეეძინა. ახალშობილის სახელი ჯერჯერობით არ ხმაურდება. გაირკვა, რომ ის ქვეყანას, 7 სექტემბერს მოევლინა.
7 წლიანი თანაცხოვრებიდან, რეპერებს ასევე – 6 წლის ქალჩერი და 3 წლის ვეივი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ მშობიარობიდან თითქმის სამ კვირაში, 31 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ამჟამად, ის საფრანგეთს სტუმრობს, სადაც პარიზის მოდის კვირეულის საპატიო სტუმარია.
ფოტოებზე, რომლებიც ქსელში ჩვენებებიდან გავრცელდა, ქარდი წარმოუდგენლად გამოიყურება. სამი განსხვავებული იმიჯით, რომლითაც Balmain-ის, Mugler-ისა და Rabanne-ის შოუებს დაესწრო, მან ყველას გაოცება შეძლო.
ინტერნეტმომხმარებლების შეფასებით, ბიმ დაამტკიცა, რომ მშობიარობის შემდეგ, კვლავ შესაძლებელია იდეალურ ფორმაში ჩადგომა.