LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხუციშვილი: „ჩემს სახლში საჭმელი არ კეთდება… ყველაფერი არ მეჭმევა და ფაფას თუ მოვიმზადებ ხოლმე…“

398
ქეთი ხუციშვილი

მსახიობი ქეთი ხუციშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვას, სახლის საქმეებიდან რისი კეთება უყვარს ყველაზე მეტად…

ქეთი ხუციშვილი:

ჩემს სახლში საჭმელი არ კეთდება (იცინის). ჩემს შვილს ჩემი გაკეთებული არ მოსწონს. შესაბამისად, არ ვაკეთებ. მე ჯანმრთელობის მცირე პრობლემა მაქვს და ამიტომ სპეციალურ კვებაზე ვარ. ყველაფერი არ მეჭმევა და ფაფას თუ მოვიმზადებ ხოლმე. ეგ არის და ეგ. სპეციალური კვება რომც არ მქონდეს დანიშნული, ისედაც მთელი ცხოვრებაა ასე მოვდვარ – წვნიანი და ფაფა, მორჩა – მე ეს მაკმაყოფილებს. დღეში ორჯერ ან სულაც ერთხელ ვჭამ. უფრო ხალისით სახლს ვალაგებ. სულ ერთი ოთახი მაქვს და რა უნდა ამის დალაგებას. რომ მოვრჩები, მერე ვჯდები და სიამოვნებით ვუყურებ, როგორ გამოიყურება ჩემი დასუფთავებული სახლი. აი, ყველაზე მეტად ეს მსიამოვნებს (იცინის). კიდევ ძალიან მიყვარს სარეცხის გაფენა. რომ გავფენ, მერე ვჯდები, ვუყურებ და ვფიქრობ, ვაიმე, რა კარგად არის გაფენილი (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g