გუშინ დღის მეორე ნახევარში ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ინფორმაციას შსს “ფორტუნასთან” ადასტურებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის 2 მგზავრი, სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდა.
შსს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
