აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი,ზურაბ გურული სოციალურ ქსელში საქართველოში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა გამოუვალ ჩხიში იმყოფება.
“უაღრესად კრიტიკული ჟამი უდგას საქართველოს. ქვეყანა ლოგიკურად შევიდა გამოუვალ, ფატალურ ჩიხში, რომელიც არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს. ის, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ ლოგიკური გარდაუვალობაა, რომლისკენაც თანმიმდევრულად მივექანებოდით.
წარმოიდგინეთ უზარმაზარი კომერციული თვითმფრინავი, რომლის პილოტის გამოცდილების მაქსიმუმი ერთადგილიანი ფანერის პლანერით ფრენაა; წარმოიდგინეთ რთულ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ქირურგი, რომლის საოპერაციო გამოცდილება ფურუნკულის დრენირებით შემოისაზღვრება; წარმოიდგინეთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ტერორის დონე, ასევე მლიქვნელობისა და უგუნურების ხარისხი, როდესაც ზემოხსენებულ „ქირურგსა“ და „პილოტს“ ტაშს დაუკრავენ თავად იმ თვითმფრინავში და საოპერაციო მაგიდაზე მყოფნი; დაუკრავენ ხმამაღლა, მქუხარედ, ერთგვარი ნიშნის მოგებითაც იმათ მიმართ, რომლებსაც ამ თვითმფრინავში იძულებით უწევთ უპარაშუტოდ ჯდომა, ან იმათ მიმართ, რომლებიც იმ „ქირურგის“ საოპერაციო მაგიდაზე არტახებით დააკრეს და გაამზადეს საოპერაციოდ.
ბედის ყველაზე დიდი ირონია კი ის არის, რომ ამ განწირულ თვითმფრინავში ნამდვილი პილოტებიც სხედან; და იმ საოპერაციოში ნამდვილი ქირურგებიც იმყოფებიან.
კომერციულ თვითმფრინავებში პარაშუტებს არ არიგებენ. იცით რატომაც.
არც ამ წარმოსახვით თვითმფრინავში ექნება ვინმეს პარაშუტი…”- წერს ზურაბ გურული.
ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდსიტუაციაზე დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების მხრიდან:
ვრცლად იხილეთ:
ცალკე აღებული ვერც ერთი ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს: გამყრელიძე
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს: რატიანი
ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ ინფიცირდება, ჭამის დროს რომ იხსნის ნიღაბს: იმნაძის რეკომენდაცია
