საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.
“რა საცოდავი იყო იუსტიციის სამინისტრო გუშინ. ჩემივე თხოვნით ამორიცხულ ერთ-ერთ სარჩელზე, რომელიც სასამართლომ დამიკმაყოფილა 10 თებერვალს, გნიასი რომ მორთეს, გავიმარჯვეთო.
სინამდვილეში, ჩემი რეალური სარჩელი ბოლომდე მიღებულია. “მთავრობის არცერთი არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა” და სულ რამდენიმე თვეში ველოდები სასამართლოს სრულ ზეიმს სტრასბურგიდან. ამას, დარწმუნებული ვარ, წინ ვერაფერი დაუდგება”, – წერს სააკაშვილი.
იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.