LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს“ – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე

168
ირაკლი კობახიძე

სამტრედიაში, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრის დროს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს:

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი აქტებისგან თავი შეიკავოს. საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. „ახალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g