LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა – ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა აბიტურიენტებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე

265
შოთა ჯანჯღავა

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა, როდესაც ეროვნული გამოცდების მოლოდინში ძალიან ხშირია ნერვიულობა, დაძაბულობა, მწვავე ემოციური ფონი და გულის წასვლაც კი?

ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ აბიტურიენტებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა:

„რადგან აბიტურიენტები ემოციურად ძალიან დატვირთულები არიან, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში ღამე არ გაათენონ, რადგან ტვინმა მოახერხოს დასვენება და ძალების აღდგენა.

არ დაგვავიწყდეს წყლის დალევა, აუცილებელია კვების გაკონტროლებაც, არ გამოტოვოთ კვება და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ შიმშილის შეგრძნება არ გქონდეთ.

იკვებეთ ხორცისა და რძის პროდუქტებით, პარკოსნებითა და ბურღულეულით, სადაც საკმარისი რაოდენობით შედის B ჯგუფის ვიტამინები, რაც ტვინის მუშაობაზე კიდევ უფრო დადებითად აისახება…

დოზირებულ ფარგლებში რეკომენდებულია ტკბილეულიც…“ – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g