LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც, ყვრიმალები, თვალები…მიყვარხართ თქვენო უწმინდესობავ“ – თიკა ფაცაცია

257
2026-03-23_02-01-54_375403

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.

პატრიარქის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.

„რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც , ყვრიმალები, თვალები, მისიი მზერა, სათნო და სანდო ბგერა, მისი ტემბრი, მზრუნველი და მიმტევებელი სიტყვა, მისი ძალა , სიბრძნე და გონიერება, ჩვენია, ჩვეულია და საყვარელია ჩვენთვის, მშობლიურია, ამიტომაცაა ასეთი მტკივნეული მასთან განშორება..მიყვარხართ თქვენო უწმინდესობავ…ერთმა ადამიანმა რამდენის მშობლობა შეძელით“, – წერს თიკა ფაცაცია.

როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g