LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის აუცილებელი თმა მივანდოთ პროფესიონალებს – სილამაზის აკადემია

236
ქეთი ფიფია

რატომ არის აუცილებელი თმა მივანდოთ პროფესიონალებს – ამ ტემაზე გადაცემაში სილამაზის აკადემია „HAIR BAR”-ის სპეციალისტმა ქეთი ფიფიამ ისაუბრა.

რატომ არის აუცილებელი თმა მივანდოთ პროფესიონალებს?

პროფესიონალიზმის პრობლემას ვაწყდებით ყველა სფეროში და არც სილამაზის სფეროა გამონაკლისი.

თმა ეს არის ჩვენი ორგანიზმის ნაწილი და მოითხოვს ინდივიდუალურ ყურადღებას და ცოდნას.

ბაზარზე არ არსებობს უნივერსალური პროდუქტები, რომელიც ყველა ტიპისა და მდგომარეობის თმისთვის იქნება მისაღები და შედეგის მომტანი.

ბაზარზე ტარდება სხვადასხვა პროცედურები, რომლებიც გაჯანსაღებას უნდა ემსახურებოდეს, ამისთვის აუცილებელია პროფესიონალი კადრი, რომელმაც ზუსტად იცის, რომელიც პროცედურის ჩატარება არის აუცილებელი კონკრეტულ თმაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია თმის დიაგნოსტიკა?

ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ მომავალ მასტერებს შევასწავლოთ ეს პროფესია სიღრმისეულად. დიაგნოსტიკა თმის ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურის დაწყებამდე. უნდა შეფასდეს თმის მდგომარეობა, დადგინდეს საჭირო პროცედურა, შემდეგ საჭირო პროდუქტი და ამის შემდეგ უნდა მოხდეს თმის დამუშავება. ეს პროფესია არ არის არც სტილისტობა და არც ქოლორისტობა. ვინც ამ პროფესიით არის დაკავებული და სურს გაჯანსაღების პროცედურებიც აკეთოს პარალელურად, ვიწვევთ ჩვენს სტუდიაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია ამ საკითხში.

არის თუ არა საჭირო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება?

დიახ, საჭიროა. კურსები სხვადასხვა პროცედურებს უნდა მოიცავდეს, რათა სპეციალისტმა იცოდეს.

რა არის თმა? მისი აგებულება და შემადგენლობა.

  • კერატინი ორგანიზმში
  • კერატინის „დაბადება“
  • კერატინის ტიპები
  • კერატინის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები.
  • ხანგრძლივობა, ვადები და მეთოდები
  • გამოყენების წესები და შერჩევა თმის ტიპის მიხედვით.
  • წასმის წესები
  • ჩაბეჭდვა
  • მოვლა-შენარჩუნება
  • ბოტოქსი და მისი აუცილებლობა
  • ბოტოქსის წასმის წესები
  • ბიქსიპლასტია-უნიკალური ნაერთი, მიქსები
  • პრაქტიკული სამუშაო
  • შეცდომის ანალიზი.

ჩვენთან ამ ყველაფრის სწავლება ხდება, რათა გავზარდოთ პროფესიონალები და ყველა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები