„რატომ ვგრძნობთ თავს დაღლილად მაშინაც კი, როცა ვისვენებთ? ოდესმე გქონია განცდა, რომ საკუთარ სხეულში უცხო ხარ? თითქოს სხეული უბრალოდ ტრანსპორტია – ტაქსი, რომელსაც ტვინი ერთი პუნქტიდან მეორემდე დაატარებს, თავად კი იქ არ ცხოვრობს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.
„იცით ის შეგრძნება, როცა წყალსაც კი წონაში მატება მოაქვს, მაშინ როცა სხვები ყველაფერს მიირთმევენ და არ იმატებენ?“ – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში და რა არის გამოსავალი, რას ამბობს ნატა გაგუა
ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში ბევრისთვის ნაცნობ პრობლემაზე წერს.
ექიმი ამბობს, რომ პასუხი მარტივია და არასასიამოვნო – ჩვენ არ გვაკლია ინფორმაცია ჯანმრთელობაზე, ჩვენ გვაკლია მართალი ამბავი საკუთარ სხეულზე. დიეტოლოგი ამ ვითარებიდან გამოსავალზე საუბრობს:
„რატომ ვგრძნობთ თავს დაღლილად მაშინაც კი, როცა ვისვენებთ? ოდესმე გქონია განცდა, რომ საკუთარ სხეულში უცხო ხარ? თითქოს სხეული უბრალოდ ტრანსპორტია – ტაქსი, რომელსაც ტვინი ერთი პუნქტიდან მეორემდე დაატარებს, თავად კი იქ არ ცხოვრობს. ნობელის პრემიის მიღებისას ოლგა ტოკარჩუკმა (Olga Nawoja Tokarczuk) თქვა ფრაზა, რომელიც დღეს ჩვენი დროის ზუსტ დიაგნოზად ჟღერს: „სამყარო კვდება და ჩვენ ამას ვეღარც კი ვამჩნევთ“, მაგრამ კვდება არა მხოლოდ გარემო. კვდება კავშირი – ჩვენსავე სხეულთან. ეს არის მდუმარე კოლაფსი, რომელსაც შიგნით ვატარებთ.
ჩვენ ვცხოვრობთ ფრაგმენტულად: საკვები მოწყვეტილია მიწას. სხეული – გონებას. სიმპტომები (შფოთვა, უძილობა, კუჭის პრობლემები) დაქუცმაცებულია, თითქოს ადამიანი კი არა, მანქანის ნაწილები ვიყოთ. და ამ ფონზე გვიკვირს, რატომ ვართ მუდმივად დაღლილები, შფოთვით სავსეები და საკუთარ სხეულში უცხოები – მიუხედავად ჯანმრთელობაზე ინფორმაციის გადაჭარბებული რაოდენობისა. პასუხი მარტივია და არასასიამოვნო: ჩვენ არ გვაკლია ინფორმაცია ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვაკლია მართალი ამბავი საკუთარ სხეულზე.
„მე“-ს ტირანია თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს პირველ პირში. ყველაფერი ტრიალებს ერთი ყოვლისმომცველი „მე“-ს გარშემო. ეს „მე“ გვპირდება კონტროლს, დისციპლინას, სრულ ძალაუფლებას საკუთარ სხეულზე. მაგრამ რეალურად იქცევა შინაგან ტირანად. დააკვირდი შინაგან მონოლოგს: „მე უნდა დავიკლო.“ „მე ნებისყოფა არ მაქვს.“ „მე ისევ ვერ შევძელი.“ ამ ენაში სხეული აღარ არის პარტნიორი. ის ხდება მტერი – ურჩი ობიექტი, რომელიც უნდა გააკონტროლო, დაიმორჩილო, დასაჯო. მაგრამ საკუთარ სხეულთან ომში გამარჯვებული არავინ რჩება.
როცა სხეულს ებრძვი, არ გემორჩილება – იკეტება, აგროვებს სტრესს და ავადდება. ამ ნარატივში ნამდვილი ცვლილება შეუძლებელია, რადგან თავად ამბავი – ბრძოლისა და კონტროლის – არის გამოწვევის ნაწილი. ფაქტები არ გვკურნავს ფაქტები ჩვენ უკვე ვიცით: დიეტის წესები. კალორიების ცხრილები. აკრძალული პროდუქტები. მაგრამ ფაქტები არ ქმნის კავშირს. ფაქტი: „მე საღამოს 6-ის მერე არ ვჭამე.“ გამოცდილება: „მე მოვუსმინე ჩემს სხეულს და მივეცი მას დასვენების საშუალება.“ პირველი არის ძალადობა წესების სახელით. მეორე – ურთიერთობა.
და სწორედ აქ გვჭირდება ახალი ენა. მგრძნობიარობა მგრძნობიარობა არ არის სენტიმენტალობა. ეს არის პოზიცია. ეს ნიშნავს: დროებით გააჩუმო შინაგანი კრიტიკოსი და უბრალოდ მოუსმინო: შიმშილს; დაღლილობას; დისკომფორტს. განსჯის გარეშე. მგრძნობიარობა გვაბრუნებს კავშირებში: საკვებსა და განწყობას შორის; სტრესსა და მონელებას შორის; ძილსა და გადაწყვეტილების მიღების უნარს შორის. სხეული აღარ არის მდუმარე ობიექტი. ის იწყებს საუბარს. გაქვს არჩევანი: ძველი ისტორია – სხეული, როგორც მუდმივი ბრძოლის ველი. ახალი ისტორია – სხეული, როგორც ცოცხალი, ერთიანი, ღია სისტემა. შეწყვიტე უსასრულო კონტროლი და დაიწყე ურთიერთობა. მოუსმინე სხეულს ისე, თითქოს ის შენი უახლოესი მეგობარია და არა მტერი და შენ რას ეუბნები საკუთარ თავს ყოველდღე? ებრძვი… თუ უსმენ?“ – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.
