LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-მ Formula-1-ში დებიუტის იუბილესათვის ჩაიდანი გამოუშვა

35

კომპანია Renault-მ Formula-1-ში დებიუტის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა. ფრანგული კომპანია F-1-ის რბოლებში უკვე 40 წელია მონაწილეობს. ჩაიდნის გამოშვება კი 1977 წლის ბოლიდს „Renault RS01-ს უკავშირდება. პირველი მოდელები ტურბირებული ძრავებით ხშირად ფუჭდებოდნენ, ძრავები დატვირთვას ვერ უძლებდნენ და იწვებოდნენ. მოდელები გარეგნულადაც ძალიან ჰგავდნენ ჩაიდნებს. კომპანია Tyrrell-ის ხელმძღვანელი ხუმრობით მათ „ყვითელ ჩაიდნებს” ეძახდა. მოგვიანებით ტურბირებულმა ძრავებმა „ფორმულა ერთში” დიდი გასაქანი ჰპოვეს, ხოლო „რენო”, როგორც „პირველ აღმომჩენი” 11 ტიტულის მფლობელი გახდა, მოიგო 12 კონსტრუქტორთა თასი და 170 რბოლა. ჩაიდნები გაყიდვაში სექტემბერში გამოვა, სულ 40 ჩაიდანი გაიყიდება და თითოეული ეგზემპლარი 129 ევრო ეღირება.

მათი შეძენა Renault-ს შოუ რუმში, ელისეის მინდვრებზე იქნება შესაძლებელი. მსურველებს ჩაიდნის შეკვეთა კომპანიის ოფიციალურ ინტერნეტ მაღაზიაშიც შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები