LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვები“ 28 აპრილს Silk factory studio-ს პავილიონში კონცერტს გამართავენ

156
რეზო და ბავშვები

28  აპრილს  „რეზო და ბავშვები“ თავიანთი შემოქმედების თაყვანისმცემლებს „Silk factory studio“-ს პავილიონში იწვევენ, სადაც ჯგუფის კონცერტია დაგეგმილი.

„ეს კონცერტი იმ კონცერტების სიიდან არის, რომელთაც პერიოდულად ჩვენ თვითონ ვუწევთ ორგანიზებას. გვაქვს ახალი წამოწყება „One event company“, რომელთაც ჩვენი მეგობრები მეთაურობენ და ჩვენთან ერთად აიღეს ორგანიზატორობა თავიანთ თავზე. იქნება „რეზო და ბავშვების“ ისეთი კონცერტი, რომელსაც წლის განმავლობაში ხშირად ვერ შეხვდებით ხოლმე, ნამდვილად განსხვავებული იქნება. ჩვენთან ერთად სცენაზე გამოვლენ თორნიკე ყიფიანი და დრო 21“, აღნიშნავს „ფორტუნასთან“ საუბრისას ჯგუფის წევრი, ლელო ხოტივარი.

„ალბათ, არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ კონცერტზე, რა თქმა უნდა, შესრულდება ჩვენი ცნობილი სიმღერები, თუმცა იქნება ისეთი სიმღერებიც, რომლებიც ჯერ ფართო საზოგადოებას არ მოუსმენია. წელს დავიწყეთ იმაზე ზრუნვა, რომ საავტორო მუსიკა წინ წამოვწიოთ, დავგეგმეთ აქტივობები, სტუდენტებთან შეხვედრები. ვსაუბრობთ იმაზე, რომ საავტორო მუსიკა არის კარგი, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება და რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ“, დასძენს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ბექა ნაფეტვარიძე.

„ისე მიყვარს ეს სიმღერა, რომ ვერ წარმომიდგენია, ბევრ ადამიანს არ მოეწონოს“ – 28 აპრილს „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები