LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა, ტეილორ სვიფტი, ჯეი-ზი – „ფორბსმა“ მილიარდერი სელებრითების სია გამოაქვეყნა

197
434878802_859339162877088_1145288872480196215_n

,,ფორბსმა” მილიარდერთა წლევანდელი სია განაახლა. ერთიან რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, სელებრითებიც მოხვდნენ. ჩამონათვალში გასართობი ინდუსტრიის 14 პოპულარულ ადამიანს ვხვდებით, რომელთა ქონებაც 1 მილიარდ დოლარს შეადგენს ან აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ რიანა და ტეილორ სვიფტი ერთადერთი ქალი არტისტები არიან, რომლებიც ავტორიტეტულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა მილიარდერთა წლევანდელ ნუსხაში შეიყვანა. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი დასახელებულთა შორის პირველად მოხვდა.

მნიშვნელოვანია, რომ 34 წლის ამერიკელი მომღერლისგან განსხვავებით, მისი 36 წლის ბარბადოსელი კოლეგა ლისტში არა მუსიკალური კარიერის, არამედ მისი ბიზნეს საქმიანობის შედეგად შევიდა.

„ფორბსმა“ ტეილორ სვიფტი მილიარდერების სიაში შეიყვანა – ნახეთ სრული სია

მამაკაცი არტისტი, რომელსაც სიაში ვხვდებით – ჯეი-ზია. ბიონსეს მეუღლე პირველი და ერთადერთი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია, რომელიც დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას ფლობს. მისი სიმდიდრე მოიცავს არტკოლექციებსაც და ისეთ მუსიკალურ ბიზნესებს, როგორებიცაა: Tidal და Roc Nation.

,,ფორბსის” ტოპ-14 მილიარდერი სელებრითის სია ასეთია:

14. ტეილორ სვიფტი — $1.1B

13. დიკ ვულფი — $1.2

12. მეჯიკ ჯონსონი — $1.2B

11. ლებრონ ჯეიმსი — $1.2B

10. თაიგერ ვუდსი — $1.3

9. რიანა— $1.4

8. ტაილერ პერი — $1.4

7. პიტერ ჯექსონი — $1.5

6. კიმ კარდაშიანი — $1.7

5. ჯეი-ზი — $2.5

4. ოპრა უინფრი — $2.8

3. მაიკლ ჯორდანი — $3.2

2. სტივენ სპილბერგი — $4.8

1. ჯორჯ ლუკასი — $5.5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები