ლეგენდარულ ფეხბურთელსა და უბრალოდ, ვიქტორია ბექჰემის მეუღლეს, დევიდ ბექჰემს 50 წელი შესრულდა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა კადრები გრანდიოზული წვეულებიდან, რომელსაც ბექჰემების დიდი ოჯახი გეგმავს. სამაგიეროდ, ვიქტორიამ გააზიარა ორი ვიდეო, რითაც თავის საყვარელ მამაკაცსა და მეუღლეს იუბილე მიულოცა.
ერთ ვიდეოში წყვილი საკულტო სიმღერაზე ცეკვავს, მეორე კი ვიდეოკოლაჟია, რომელიც დევიდის ბავშვობისა და მათი ერთობლივი თანაცხოვრების კადრებს აერთიანებს.
„ჩემი ყველაფერი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, სულის მეგზური, საუკეთესო პარტნიორი ცეკვაში და პარტნიორი მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ეს სიმღერაშია ნათქვამი: „ჩვენ ვიწყებთ და ვასრულებთ როგორც ერთი მთლიანობა, მუდამ შეყვარებულები ერთმანეთში შეგვიძლია ერთად ვიაროთ, აჰ-ჰა-ჰა“. როცა ამ ვიდეოს ვუყურებ, ვფიქრობ: „უაუ… რა ბედნიერი ვარ!“ შენ ხარ ყველაფერი, რაც ოდესმე მიოცნებია და მეტიც. გილოცავ 50 წლის იუბილეს, უსასრულოდ მიყვარხარ და მიყვარს ჩვენი ულამაზესი ოჯახი. შენ ავსებ ჩემს ცხოვრებას“, – წერს ვიქტორია.
ენერგიული ცეკვა და მხურვალე ჩახუტება – ბექჰემების დიდი, ხმაურიანი წვეულება
