LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ჩვენ მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ ადამიანებს – „შენ უნდა“, ეს მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში ადამიანების შესაძლებლობების ზღვარზე გადის და საკმაოდ რთული პროცესები იწყება…“ – ფსიქიატრი, ნინო ოკრიბელაშვილი ადამიანისთვის მაღალი მოთხოვნების დაყენებასა და მენტალური ჯანმრთელობის რისკებზე

264
ნინო ოკრიბელაშვილი

მაღალი მოთხოვნების დაყენება ადამიანისთვის და მენტალური ჯანმრთელობის რისკები – ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში, „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ფსიქიატრმა, ნინო ოკრიბელაშვილმა.

სპეციალისტი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში ადამიანების შესაძლებლობების ზღვარზე გადის და საკმაოდ რთული პროცესები იწყება:

„როცა ჩვენ მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ ადამიანებს – „შენ უნდა“ და არა „შენ ბედნიერი იყო“, ამ დროს თუ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პასუხისმგებლობის მაღალი კულტურა, ეს ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის ხარჯზე მაგალითად, ღამეები გაათენოს და მიაღწიოს იმ ნიშნულს, რაც წაუყენა მას არა მარტო ოჯახმა, არა მარტო მეუღლემ – არამედ მაგალითად საზოგადოებამაც. ამიტომ რა ხდება? -ძილის მუდმივი გატეხა… სხვათა შორის ცნობილი ფაქტია, რომ ზედიზედ 4 გათენებული ღამე, პირდაპირ არის ჩვენება იმისთვის, რომ ადამიანს რეალურად მივხედოთ, იმიტომ რომ ძილის დეპრივაცია რეალურად მანიის გამშვები მექანიზმიც კი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ხოლმე ჩვენს პაციენტებს რეალურ ყოფაში. ამიტომ ეს მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში ადამიანების შესაძლებლობების ზღვარზე გადის და საკმაოდ რთული პროცესები იწყება…“ – ამბობს ფსიქიატრი.

magti 5g